საზოგადოება
წელს საქართველოს მოქალაქეობა 1 295 პირს მიენიჭა
მიმდინარე წელს საქართველოს მოქალაქეობა 1 295 პირს მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 11 762 პირს მიენიჭა.

წლების მიხედვით, ეს მონაცემი ასეთი იყო:

2021 წელი - 2 486 პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;
2022 წელი - 4 866 პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა;
2023 წელი - 3 115 პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.


| Print |