საზოგადოება
ბორჯომში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომში, ნეძვის აღკვეთილში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე დილიდან ცოცხალი ძალა და ოთხი ვერტმფრენი მუშაობდა. ამ დროისათვის ადგილზე მონიტორინგის მიზნით 40-მდე რეინჯერი რჩება. ისინი კერებს დაამუშავებენ. 

ხანძარი ახალდაბაში გუშინ გაჩნდა, თუმცა მიუვალი ადგილის გამო ცეცხლის კერებთან სახანძრო ტექნიკა ვერ მიდიოდა, ამიტომ დილიდან ოთხი ვერტმფრენი ჩაერთო ცეცხლის ქრობის სამუშაოებში.

ადგილზე მუშაობდნენ, თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის 150 მეხანძრე-მაშველი, ასევე რეინჯერები. შეიქმნა სპეციალური საველე შტაბიც.

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.
| Print |