საზოგადოება
ვეტერანთა ოჯახები მეშვიდე სკოლის ყოფილ შენობაში შეიჭრნენ
ახალციხეში მცხოვრებმა ვეტერანებმა მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა დაიკავეს.

ათი ოჯახი პეტრე იბერის 17–ში არსებული სამი შენობიდან, ერთ–ერთში შეიჭრა. როგორც ამბობენ, არ აქვთ საცხოვრებელი ფართი.

ადგილობრივ თვითმმართველობას, პრემიერ–მინისტრს და თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, თუმცა ყველა ინსტანციიდან უარი მიიღეს.

| Print |