საზოგადოება
რომელ დასახლებებს გაეთიშება დენი 20 ნოემბერს(R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს 10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში თრიალეთის, აღმაშენებლის, დიდველის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში 9 აპრილის, გორკის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გიორგიწმინდაში;

12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ოშორა, იდუმალა, ოთა, დამალა, რუსთავი, ინდუსა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ასპინძაში გურამიშვიილის, ვარძიის, ერეკლე მეორის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში ხარისჭალიშვილის, თამარაშვილის, დიდიმამიშვილის, თაბუკაშვილის, დანიელაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს აბასთუმანში;

14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში დილისკა, ჩუნჩხა, პტენა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |