საზოგადოება
ახალციხეც რომ გამოაფხიზლეთ, მაგარ შარში ხართ - აქციის მეოთხე დღე
ახალციხეში მორიგი საპროტესტო აქცია ორ დეკემბერს, 18:00 სთ-ზე შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ამასთან, სოლიდარობას უცხადებენ დედაქალაქში გამართულ აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს და დაშავებულ ჟურნალისტებს. სამხრეთის კარიბჭის ჟურნალისტის თემო ინასარიძის თქმით, ჟურნალისტები სამცხე-ჯავახეთიდან სოლიდარობას უცხადებენ თბილისში დაშავებულ კოლეგებს.

,,ბოლო პერიოდში საფრთხისშემცველი გახდა ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო. ეს განსაკუთრებით ამ აქციებზე გამოჩნდა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ როგორ ძალადობს პოლიცია ჟურნალისტებზე, როგორ ესხმის თავს და ხელს უშლის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. ეს ადამიანები უნდა უზრუნველჰყოფდნენ მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს და თავად გახდნენ მოძალადეები, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, სწორედ ამას ვაპროტესტებთ და ჩვენს კოლეგებს ვუცხადებთ სოლიდარობას" - აღნიშნავს თემო ინასარიძე.
,,ახლა ის დროა, როდესაც არავინ უნდა დარჩეს სახლში, რადგან გარეთ წყდება და ქვეყნის ბედი და ევროპული მომავალი, ყველამ უნდა გააპროტესტოს ის, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება. მე ვხედავ თუ როგორ უსწორდებიან ჩემს კოლეგებს ფიზიკურად, მაშინ როდესაც ისინი პროფესიულ მოვლეობას ასრულებენ. ძალიან რთული სანახავია ჩემთვის და დღეს თუ მათ უსწორდებიან, ხვალ მათ ადგილას შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი იყოს" - აღნიშნავს ტოკ ტვ-ის ჟურნალისტი ინგა ირიციანი.


| Print |