საზოგადოება
N5 სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა პეტიცია შეადგინეს
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა პეტიცია შექმნეს სახელწოდებით "ახალციხის N5 საჯარო სკოლა გაიფიცე!!", პეტიციას ხელს 150-ზე მეტი ადამიანი აწერს.

"ახალციხის N5 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მოგიწოდებთ გაიფიცოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

გაფიცვის მიზანი არის ის რომ ჩვენმა სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეძლონ ისტორიის სწორ მხარეს დგომა და გააგონონ თავიანთი ხმა მთელს საქართველოს.

ჩვენ როგორც სკოლის მოსწავლეები ვდგავარ ხალხის მხარეს და არ შევეგუებით ძალადობას! არ შევეგუებით რუსეთს! საქართველო იყო არის და იქნება ევროპის ნაწილი"
- ნათქვამია პეტიციაში.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში პირველი, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები დილიდან გაიფიცნენ. უფროსკლასელები გაკვეთილებზე არ შედიან, მე-5 სკოლის ეზოში ბანერებით და დროშებით ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევას და თბილისში, აქციის მონაწილეებზე ძალადობას აპროტესტებენ.

სკოლის ადმინისტრაციამ შენობის კარი ჩაკეტა და მოსწავლეებს გარეთ არ უშვებს. სკოლის დირექტორი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. 



| Print |