საზოგადოება
დაიცავი კონსტიტუცია - პროტესტის მეექვსე დღე ახალციხეში
მეექვსე დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს ახალციხეში. რუსთაველის ძეგლთან იკრიბებიან საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. წინა დღეების მსგავსად, ახალციხეში დღესაც დარღვეულ კონსტიტუციას, დარბეულ მომიტინგეებს, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას და დასავლური კურსიდან გადახვევას აპროტესტებენ.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

| Print |