ახალციხის მუნიციპალიტეტში 10-მდე სოფელს ელექტროენერგია მეორე დღეა არ მიეწოდება
ძლიერი თოვისა და ქარის გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 10 სოფელს ელექტროენერგია მეორე დღეა არ მიეწოდება.უშუქოდა დარჩენილია ურავლის ხეობის სოფლები და სვირი-ანის მიმართულება.
ენერგო -პრო ჯორჯიაში განმარტავენ, რომ უშუქობა ძლიერმა თოვლმა გამოიწვია. ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.