ას ქარხანას რომ ეგუგუნა, არჩევნები არ გაყალბებულიყო, რაც უქნეს ჩვენ შვილებს, პატიება არ შეიძლება
12:39 / 16.12.2024
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია სახელწოდებით "არა რუსულ რეჟიმს!" გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ გათავისუფლდნენ აქციების დროს უკანონოდ დაკავებული პატიმრები და შეწყდეს მათ წინააღმდეგ დაწყებული ყველა საქმე და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
,,ას ქარხანასაც რომ ეგუგუნა, არჩევნებიც რომ არ გაყალბებულიყო, ის რაც ქნეს რუსთაველზე, იმის პატიება არ შეიძლებ" - აღნიშნავს ხათუნა ქურდაძე.
,,ამ პროტესტის გაჩერების ერთადერთი გზა ხელახალი საპარალამენტო არჩევნებია" - განმარტავს აქციის კიდევ ერთი მონაწილე ვლადიმერ მჭედლიშვილი.
28 ნოემბრიდან დღემდე, დააკავეს 470-ზე მეტი ადამიანი, 300-ზე მეტი აწამეს/არაადამიანურად მოეპყრნენ, 80-ზე მეტს საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა.
დაშავდა, დააკავეს და მუშაობაში ხელი შეუშალეს 90-ზე მეტ ჟურნალისტს, დაკავებული არ არის არცერთი პოლიციელი. მე-16 დღეა, უწყვეტი პროტესტია თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში. ყველაფრის მიუხედავად, დღეს, 14 დეკემბერს 224-მა ხმოსანმა პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.