საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება(R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ქ. ახალციხეში ვარძიის, ასპინძის, ვარძიის, სააკაძის, პეტრიწის, ხაშურის, მარჯანიშვილის, წმ. დავით და კონსტანტინეს, სარაჯიშვილის, რუსთაველის ქუჩებზე.

11:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში 9 აპრილის, გვარამაძის ქუჩებზე.

11:30-დან 13:30 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში ზარზმელის, თამარაშვილის, ჩოლოყაშვილის, გამსახურდიას, საფარის ქუჩებზე, სოფლებში ღრელი, ანდრიაწმინდა, ანდა, ურაველი, ნავანები, მინაძე, საფარაში.

13:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში უდე, არალი, წარბასთუმანი, ზაზალო, ბოლაჯური, ადიგენი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |