საზოგადოება
პროტესტის მე-14 დღე ახალციხეში
დღეს, 28 იანვარს ახალციხეში საპროტესტო აქცია "არა რუსულ რეჟიმს!" გაიმართა. აქციის მონაწილეები 18:00 საათზე შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს. ახალციხეში მე-14 დღეა აქცია უწყვეტად მიმდინარეობს.

დღეს აქციაზე მონაწილეებმა, თბილისის აქციებზე დაშავებული ახალგაზრდების პლაკატებიც მიიტანეს. მათ, აქციის მსვლელობისას შეასრულეს საქართველოს ჰიმნიც.

მათი მოთხოვნა დღესაც უცვლელი იყო, ახალი არჩევნები და დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მათ შორის "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლება, რომელიც ბათუმის პოლიციამ 11 იანვარს დააკავა. მზია ამაღლობელი საპყრობილეში 17 დღეა შიმშილობს. მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რეჟიმის ტყვეობაში საფრთხე ემუქრება.

| Print |