საზოგადოება
დღეს ახალციხეში, საქალაქო ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქალაქო ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება.

ასევე, ვიზიტორ ქალებს უფასოდ უმასპინძლებს "ახალციხის ციხეც".

"ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი ქალბატონებისთვის უფასო იქნება

ამასთანავე, „ახალციხის ციხე“ ვიზიტორ მანდილოსნებს უფასოდ უმასპინძლებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ქალბატონს გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!"
- ნათქვამია ახალციხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

| Print |