საზოგადოება
ტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 274 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 274 ფაქტი გამოვლინდა.

ყველაზე მეტი, 159 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 46 - ბათუმში, 41 - რუსთავში, 28 კი, ქუთაისში.

274 სამართალდარღვევიდან 222 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი; 52 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

172 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 90 - მიკროავტობუსის, 12 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ორ თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 685 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

მათივე ცნობით, ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი მიმდინარეობს. პარალელურად, დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსაც აკონტროლებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება.
| Print |