საზოგადოება
შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მოპირკეთებისთვის, ახალციხის მერიამ 100 000 ლარი გამოყო
2017 წლის ბიუჯეტში პირველი ცვლილება შევიდა.
9 აპრილზე მშენებარე წმ. შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მოპირკეთებისთვის, ახალციხის მერიამ 100 000 ლარი გამოყო. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ წერილით მიმართა.

თანხის გამოყოფას მხარი არ დაუჭირეს ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისა" და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა.

საკითხის განხილვას დეპოუტატების კამათი მოჰყვა. ჯიმშერ გოგოლაურმა მოითხოვა, რომ იგივე რაოდენობის თანხა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სომხური სამოციქულო ეკლესიისთვისაც გამოიყოს.

შალვა ახალციხელის ტაძრის მშენებლობისთვის 100 000 ლარი, ახალციხის მერიამ გასულ წელსაც გამოიყო. 2016 წელს 10 000 ლარი დაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან სომხური სამოციქულო ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციისთვის.


| Print |