ზურაბ სადათიერაშვილმა იანვრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი მიიღო.
მისი თქმით, მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, ერთი კილოვატის ტარიფი 19–ის ნაცვლად, 21 თეთრად იყო დაანგარიშებული.
ზურაბ სადათიერაშვილის მსგავსად, მოხმარებული ელექტროენერგიის გაზრდილ გადასახადზე ჩივის არაერთი აბონენტი.
,,ენერგო–პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი არ შეცვლილა. იანვრის თვეში გაზრდილ გადასახადს კი, სადღესასწაულო დღეებით ხსნიან.
უკმაყოფილო აბონენტები ამბობენ, რომ ელექტროენერგიას იანავარშიც ისე მოიხმარდნენ, როგორც გასულ თვეებში. არაერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ ბოლოს მიღებულ ქვითარში დანახარჯი გაორმაგებულია.