საზოგადოება
ოპტიმიზაციის გამო, წყალმომარაგების კომპანიაში თანამშრომლებს ათავისუფლებენ
,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ცვლილებების გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის თანამშრომლები. კომპანიაში, ოპტიმიზაციის დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ. არც იმას აზუსტებენ, რამდენ თანამშრომელს მოუწია სამსახურის დატოვება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ოპტიმიზაციის პროცესი ხარჯების შემცირების მიზნით, ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

აღნიშნული პროცესების გამო, სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ფილიალს ახალი უფროსი ჰყავს. მენეჯერის პოზიცია ბორის სპანდერაშვილმა დაიკავა.
| Print |