საზოგადოება
ქალაქ ვალეს მოსახლეობას, გაზის მიწოდება შეუწყდება
ქალაქ ვალეს მოსახლეობას გაზმომარაგება 21 თებერვლის 08:00 საათიდან, 22 თებერვლის 10:00 საათამდე შეუწყდება. „სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, მიზეზი გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.

"კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები" - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად აღუდგებათ.
| Print |