საზოგადოება
დღეიდან საქართველოში დათბება
დღეიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთით +12, +17, აღმოსავლეთით +8, +13 გრადუსი იქნება. 21 თებერვალს დღის ბოლოს დასავლეთ საქართველოში შესაძლოა იწვიმოს.

22 - 23 თებერვალს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 23 - ში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +8, +13 გრადუსი იქნება.

24 თებერვალს დღისით გამოიდარებს და 24 - 25 თებერვალს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში შესაძლოა +20 გრადუსს აღემატოს. აღმოსავლეთ საქართველოში +17 გრადუსამდე დათბება.

26 თებერვალს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
| Print |
თეგები: ამინდი /