ახალციხეში ქართველი ფემინისტი ქალების ფოტოგამოფენა მოეწყო
14:11 / 03.03.2017
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" წარმომადგენლებმა დედის დღე აღნიშნეს.
პროგრამა ,,PITA"–ს მონაწილე ახალგაზრდებმა, ახალციხის ცენტრალურ პარკში, საინფორმაციო სახის აქცია გამართეს და ადგილობრივებს მისალოცი ბარათები დაურიგეს.
აქციის მონაწილეებმა ქართველი ფემინისტი ქალების ფოტოები გამოფინეს, დაინტერესებულ მოქალაქეებს კი წარმატებული ქალების მოღვაწეობის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდეს.