ბათუმში ინციდენტის შედეგად, აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაშავდნენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბათუმში მომხარი ინციდენტის შემდეგ, საავადმყოფოებში 33 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან 15 პოლიციელია. სამართალდამცავებს ძირითადად ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ, რომელიც ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული. აქციის მონაწილეებს კი ცრემლსადენი გაზით მოწამლვის დიაგნოზი აქვთ.
ბათუმში, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება 11 მარტს დაიწყო. ჭავჭავაძის ქუჩა მოსახლეობამ 11 მარტს გადაკეტა. ადგილობრივების თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ორ მძღოლს 50-ლარიანი ჯარიმა დაუწერა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.