საზოგადოება
სკოლის მოსწავლეების საინფორმაციო კამპანია დაუნის სინდრომის შესახებ
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ახალციხეშიც აღნიშნეს. სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" მონაწილე სკოლის მოსწავლეებმა, ქალაქის ცენტრალურ პარკში, საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს და ბუკლეტები დაარიგეს.

კამპანიის მიზანი აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ, ცნობიერების ამაღლება იყო.

ეს დღე სამცხე–ჯავახეთის ყველა იმ სკოლაში აღინიშნა, რომლებიც პროგრამა "მომავლის თაობაში" არიან ჩართული.

დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა.

დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა.

| Print |