საზოგადოება
ახალციხის მერიაში, კონკურსის მეორე ეტაპზე 37 კონკურსანტი ვერ გადავიდა
ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. 13 ვაკანტურ პოზიციაზე 79 კონკურსანტის 147 განაცხადი შევიდა.

დოკუმენტების გადარჩევის ეტაპი წარმატებით 42–მა კონკურსანტმა გაიარა, ხოლო 37 მათგანს უარი ეთქვა.

13 პოზიციიდან ყველაზე მეტი, 38 განაცხადი მატერიალურ ტექნიკურ საკითხებში სპეციალისტის თანამდებობაზე დაფიქსირდა, მათგან პირველი ეტაპი წარმატებით 23–მა კონკურსანტმა გაიარა.

განაცხადი არ შევიდა არქიტექტურის საკითხებში მთავარი სპეციალისტის, სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განყოფილების უფროსის და შესყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციებზე. სამივე თანამდებობაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

კონკურსანტებთან გასაუბრება 30 მარტს გაიმართება.

საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ქალაქ ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძეა.

13 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი მერიამ 6 მარტს გამოაცხადა.

| Print |