ახალციხის საკრებულოსთან შექმნილ საზოგადოებრივ დარბაზში, 55 მოქალაქე გაწევრიანდა
19:01 / 28.03.2017
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის თაობაზე იმსჯელეს.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ამჟამად დებულების შემუშავება, წევრების მიერ მიმდინარეობს. მომავალ სხდომაზე კი, დარბაზის დაფუძნებას უყრიან კენჭს.
საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის ინიციატივა, დავით ლომიძეს ეკუთვნის. ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ მისი მიზანი თვითმმართველობის საქმიანობასა და ქალაქის პრობლემების გადაჭრაში, ადგილობრივების ჩართვაა.
საზოგადოებრივი დარბაზი ამჟამად 55 მოქალაქეს აერთიანებს. მასში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.