საზოგადოება
მაწანწალა ძაღლმა ახალციხეში 11 წლის ბავშვი დაკბინა
ახალციხეში მაწანწალა ძაღლმა, 11 წლის ბავშვს უკბინა. შემთხვევა 9 აპრილის ქუჩაზე, 26 მარტს მოხდა, როცა მოზარდი მოედანზე სათამაშოდ მიდიოდა. დაზარალებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. როგორც სამედიცინო ცენტრში ამბობენ, მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, ღია ჭრილობა დაუმუშავეს, შესაბამისი ვაქცინაცია ჩაუტარეს და გაწერეს. ბავშვი მკურნალობის კურსს გადის.

| Print |