საზოგადოება
ხანძრით დაზარალებულები დახმარების მოლოდინში
მამუკაშვილების ექვსსულიანი ოჯახი, ორი აპრილის ხანძრის შემდეგ, ღამეს მეზობლებთან ათევს. მათი საცხოვრებელი, ოთხი სახლიდან, ყველაზე მეტად დაზიანდა. ხანძრის შედეგად, დაიწყვა სახურავი. მის ადგილზე დროებით პოლიეთილენის პარკი გადააფარეს.

აქ არსებული საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, მამუკაშვილები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ცხოვრების გაგრძელება, ნახევრად დამწვარ სახლში მოუწევთ.

ზარალი ჯერ არ დაუთვლიათ მერაბიშვილებსა და ნატრიაშვილებს. ხანძრის შედეგად მათი სახლების სახურავებიც სრულად დაიწვა.

| Print |