საზოგადოება
მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად 682 000 ლარამდე დაიხარჯება
კანალიზაციის სუნი, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ანტისანიტარია, დაზიანებული ინფრასტრუქტურა – მოსახლეობა რუსთაველის ქუჩის 50–იანებში მდებარე ხიდის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას წლებია ითხოვს. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმდება ზაფხულში. მაღალი ტემპერატურის დროს, კანალიზაციის სუნის გამო აქ გავლა შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, ხიდის ქვეშ, სავარაუდოდ, გრუნტის წყალი უშუალოდ კედელზე მიედინება. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ შესაძლოა დროთა განმავლობაში ტერიტორია ჩამოინგრეს.

მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად საპროექტო სამუშაოებში გამარჯვებული გამოვლენილია. ინდ მეწარმე ბეჟან ვარდიძემ 7 450 ლარიანი პროექტი მერიაში უკვე წარადგინა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტერიტორიაზე მოეწყობა კოლექტორი, გამაგრდება საყრდენი კედელი და მოხდება კიბის რეაბილიტაცია. ახალციხის მერის პირველი მოადგილე განმარტავს, რომ სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდება.

| Print |