საზოგადოება
ორფოლოს სასროლეთზე ხანძარია
ახალციხეში, ორფოლოს სასროლეთის მინდვრებზე ხანძარია. ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფიმუშაობს. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება ჯერ ვერ შეძლეს.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, სამხედრო წვრთნების გამო ხანძარი პერიოდულად ჩნდება. მათივე ინფორმაციით, მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
| Print |