საზოგადოება
ახალციხეში თვითმმართველი ქალაქების შესაძლო გაუქმებაზე იმსჯელეს
თვითმმართველობის ექსპერტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თვითმმართველობის რეფორმის შედეგები შეაფასეს. საქართველოს ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, 2013-2014 წლებში დაიწყო და იგი მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მეტ დეცენტრალიზაციას.

თუმცა ამჟამად ხელისუფლების წარმომადგენლები 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და სათემო მუნიციპალიტეტთან კვლავ გაერთიანებაზე მსჯელობენ.

ამასთან დაკავშირებით, 29 მარტს 121-მა არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, არ დაუშვას 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება.

სამოქალაქო სექტორს ეთანხმებიან ახალციხის თვითმმართველობაშიც.

| Print |