საზოგადოება
ხანძრით დაზარალებულთა ნაწილს, მერია ვერ ეხმარება
მესხეთის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დამწვარი ერთ–ერთი სახლის მეპატრონე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარებას ვერ მიიღებს. სეთურიძეები ქალაქ ახალციხეში არ არიან რეგისტრირებული.

მერიაში კი განმარტავენ, რომ დადგენილების მიხედვით, ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ ქალაქში მცხოვრები პირების დახმარება შეუძლია.

მესხეთის ქუჩაზე ხანძარმა სამი სახლიდან ყველაზე მეტად, სწორედ სეთურიძეების საცხოვრებელი დააზიანა. დაზარალებულები ამბობენ, რომ სახლის გადახურვა, მერიის დახმარების იმედით დაიწყეს.

| Print |