საზოგადოება
ახალციხეში მაწანწალა ძაღლმა ახალგაზრდა ქალი დაკბინა
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მაწანწლა ძაღლმა 34 წლის ქალი დაკბინა. იგი შესაბამის ვაქცინაციას ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში იტარებს. დაზარალებულის თქმით, ძაღლმა ფეხზე მაშინ უკბინა, როდესაც გადამცველელ ჯიხურში ვალუტას ცვლიდა. შემთხვევა 15 აპრილს მოხდა. დაზარალებულის თქმით, ამავე დღეს, საავადმყოფოს ძაღლის ნაკბენის დასამუშავებლად და აცრების ჩასატარებლად, კიდევ ერთმა ახალციხელმა მიმართა.

"მეცხრე არხს" მაწანწალა ძაღლების პრობლემაზე არაერთი რეპორტაჟი აქვს მომზადებული. ბოლო სიუჟეტი გადამღებმა ჯგუფმა 31მარტს მოამზადა, როდესაც ძაღლმა 9 აპრილის ქუჩაზე 11 წლის მოზარდს უკბინა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 2017 წლის იანვრიდან მარტის ჩათლით, ქალაქ ახალიხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში შინაური ცხოველის მიერ მოქალაქის დაკბენის 90 შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარების დიდი სურვილი აქვთ, თუმცა ამისთვის არც გეგმა და არც შესაბამისი თანხები არსებობს.
| Print |