საზოგადოება
უსასრულო სამზადისი ახალციხეში უსახლკაროთა დასაბინავებლად
     ,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფი, ახალციხის მერიის ახალ შენობაში არ შეუშვეს. ჩვენ იმ ავეჯის გადაღება გვსურდა, რომელიც თვითმმართველობამ მიუსაფართა თავშესაფრისთვის შეიძინა და ადმინისტრაციულ შენობაში დაასაწყობა.

     ,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფი, ახალციხის მერიის ახალ შენობაში არ შეუშვეს. ჩვენ იმ ავეჯის გადაღება გვსურდა, რომელიც თვითმმართველობამ მიუსაფართა თავშესაფრისთვის შეიძინა და ადმინისტრაციულ შენობაში დაასაწყობა.

მერის მოადგილე, ზაზა თამარაშვილი დაგვპირდა, რომ შენობაში უპრობლემოდ შევიდოდით, თუმცა დაცვის თანამშრომელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ჟურნალისტები მაინც უარით გამოგვისტუმრეს.

ახალციხის მერიამ, სათნოების სახლისთვის შეძენილ საწოლებში, სკამებში, მაგიდში, სავარძელსა და დივანში, 6790 ლარი გადაიხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული იყო, რომ გამარჯვებულ კომპანიას ინვენტარი ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სოციალურად დაუცველთა სახლში უნდა მიეტანა. ავეჯის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში დასაწყობების მიზეზი არ იცის ვიცე მერმა.

,,მე–9 არხის“ ინფორმაციით, სათნოების სახლში წყალი ჩადის. მერის მოადგილე ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ შენობა ფუნქციონირებას მალე დაიწყებს. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა, იქ არსებული მდგომარეობის გადაღება სცადა. ვიცე მერი ამაში დახმარებას დაგვპირდა.

ამ დაპირების მიუხედავად, თვითმმართველობამ არც თავშესაფარში შეგვიშვა. მოგვიანებით, ზაზა თამარაშვილმა გვითხრა, რომ გადაღების უფლებას, მხოლოდ ავეჯის დალაგებისა და შენობის გახსნის შემდეგ მოგვცემდნენ. ჟურნალისტებისთვის გადაღების აკრძალვა ეჭვებს უჩენს საკრებულოს დეპუტატებს.

უსახლკაროთა თავშესაფრის მოწყობის შესახებ, ახალციხის მერმა პირველად 2014 წლის 9 ოქტომბერს, ,,მე– 9 არხის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. გიორგი კოპაძის თქმით, მშენებლობა რამდენიმე თვეში, 2014 წლის ბოლომდე დასრულდებოდა.

წლის ბოლოს თავშესაფარი არ მოწყობილა. საკითხს 2015 წლის მაისში დავუბრუნდით. მაშინ ქალაქის პირველი პირი ამბობდა, რომ შენობისთვის ადგილი უკვე შერჩეული და მოსწორებული იყო, თუმცა ვერ დააკონკრეტა ვინ იცხოვრებდა თავშესაფარში.

სოციალურად დაუცველთა სახლის შესყიდვა–მოწყობაზე ახალციხის მერიამ ტენდერი 2015 წლის აპრილში გამოაცხადა. მასში შპს ,,კუშა 2011“ მა 118 400 ლარით გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას შენობის აწყობა ოთხ თვეში უნდა დაესრულებინა. შენობის ბედით 2015 წლის ბოლოსაც დავინტერესდით.

დროში გაჭიანურებული პროექტი კითხვებს უჩენს საკრებულოს დეპუტატს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“ ზურა სადათიერაშვილი ფიქრობს, რომ თვითმმართველობა თავშესაფარს წინასაარჩევნოდ გახსნის.

მერიაში ამბობენ, რომ შენობა უსახლკაროებს ახლო მომავალში მიიღებს. თვითმმართველობა ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებს ჯერ კიდევ ვერ აკონკრეტებს.


| Print |