საზოგადოება
ახალციხის ტბაზე ფიჭვის ნერგები დარგეს
ახალციხის ტბის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო. ახალციხის მერიის თანამშრომლებმა, 70 ძირი ფიჭვი დარგეს. აქციაში ეროვნული სატყეო სააგენტოსა და შპს "კეთილმოწყობის" თანამშრომლები ჩაერთვნენ.

6–წლიანი ნარგავები ადგილობრივ ხელისუფლებას, კერძო პირმა უსასყიდლოდ გადასცა. ფიჭვის ხეებს ტბის ადმინისტრაცია მოუვლის.

ვლადიმერ ზედგინიძის თქმით, აღნიშნული აქციით ქალაქის გამწვანების პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებში, რამდენიმე დღეში ახალციხეში 450 ძირი კედარი, ნეკერჩხალი და არყის ხე დაირგვება.

| Print |