ქალაქ ახალციხეში ხეების ნაწილს ბელავენ, ხმელებს კი ჭრიან.
სამუშაოები ჯერ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარეობს. აღნიშნულის გამო, რამდენიმე ადგილზე დროებით მოძრაობა შეფერხდა.
ახალციხის მერიას გადაბელვისთვის სულ 45 ხე აქვს შერჩეული. ქალაქში ათამდე ხმელი ხე უკვე მოიჭრა. მათ ადგილზე, ადგილობრივი ხელისუფლება, ნერგების დარგვას აპირებს.
გადაბელვის სამუშაოებს ხელშეკრულების მიხედვით, 5 000 ლარად ი/მ თინათინ ხაზალაშვილი ახორციელებს.