საზოგადოება
„სუფთად ევროპისკენ“ –სამცხე–ჯავახეთში დასუფთავების აქცია გაიმართა
სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნიციპალიტეტში, დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, ცენტრალური პარკი და სტადიონის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გემგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა კი ნარჩენებისგან სოფლების ტერიტორია გაწმინდეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებმა რეკრეაციული ზონები, მდინარის ნაპირები და სკვერები ყველა მუნიციპალიტეტში დაასუფთავეს. აქცენტი ტურისტულ მარშრუტებსა და ცენტრალური საგზაო მაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიებზე გაკეთდა.

რეგიონის მასშტაბით სულ 60 ადგილი დასუფთავდა.

დასუფთავების ღონისძიებები დედამიწის დღის ფარგლებში მოეწყო. ეს ერთერთი ყველაზე მასშტაბური აქციაა, რომელიც გარემოს დაცვის მიზნით, საზოგადოებას აერთიანებს.

| Print |