საზოგადოება
ასპინძის გამგეობაში 51 საკონკურსო განაცხადი შევიდა
ასპინძის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციით, ათ ვაკანტურ პოზიციაზე 51 განაცხადია შესული. აქედან ყველაზე მეტი - 8 განაცხადი სარო-ნიჯგორში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე დაფიქსირდა. ყველაზე ნაკლები - ორი განაცხადი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე შევიდა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ანა ტივაძის თქმით, საკონკურსო-საატესტაციო კომისია კონკურსის პირველ ეტაპს – დოკუმენტების გადარჩევას მიმდინარე კვირაში დაასრულებს, რის შემდეგაც კონკურსანტებთან გასაუბრება დაინიშნება.

ასპინძის გამგეობამ 10 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი 18 აპრილს გამოაცხადა, აქედან ერთი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოსტია, დანარჩენი კი სოფლებში გამგებლის წარმომადგენელების თანამდებობები.
| Print |