საზოგადოება
"ყველაფერი მენატრება, საჭმელი მინდა მქონდეს" – გიორგი ივანიძე დახმარებას ითხოვს
27 წლის გიორგი ივანიძეს, ნოყიერი საკვები და ნორმალურ პირობებში ცხოვრება სურს. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცი ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ეტლით მოსარგებლეს დამოუკიდებლად გადაადგილება და თავის მოვლა არ შეუძლია. იგი მკურნალობასა და რეაბილიტაციის კურსს მუდმივად საჭიროებს, რომელსაც უსახსრობის გამო, ვერ იტარებს.

დიასახლისი ამბობს, რომ საკვების ფული არ აქვთ და ძირითადად, ბურღულეულით იკვებებიან. ცოლ–ქმარს ასაკობრივი პენსია ჯერ არ ეკუთვნით. ოჯახმა რამდენიმე კუბური მეტრი ნაყიდი შეშითა და აქა–იქ მოგროვებიული ტოტებით გამოიზამთრა.

ბორჯომში ამბობენ, რომ სოციალური სტატუსი ბოლო დროს, მხოლოდ ივანიძეებს არ მოუხსნეს და სახელმწიფოსგან შეწყვეტილ დახმარებაზე არაერთი შეჭირვებული ჩივის.

| Print |