საზოგადოება
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ასფალტი წვიმაში შეაკეთეს
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ასფალტი წვიმაში შეაკეთეს. სამუშაოები შპს "ოცხე"–მ განახორციელა. კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სადაც გზის შეკეთება ხდება წყალი არ დგას, გარდა ამისა, ასფალტი ცხელია და მცირე წვიმა პრობლემას ვერ შექმნის. შპს–ს წარმომადგენელის ჯემალ კაჭკაჭაშვილის თქმით, კომპანია მხოლოდ დაზიანებული მონაკვეთის შეკეთებას ახდენს, რომლის საგარანტიო ვადა ხუთი თვეა.

შპს "ოცხემ" დაზიანებულ ტერიტორიაზე, გზის საფარის ზედა ფენა გუშინ, 13 მაისს მოხსნა, დღეს კი ზემოდან ასფალტის დაგება დაიწყო.

ახალციხის მერია შპს "ოცხეს" ქალაქში შემავალი გზების მოვლა–შენახვაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარს უხდის. ხელშეკრულება 2018 წლის 28 თებერვლამდეა ძალაში.

| Print |