საზოგადოება
ახალციხის ორ სკოლაში ჩატარებული კვლევის შედეგები
“დემოკრატ–მესხთა კავშირის” საკონფერენციო დარბაზში ახალციხის ორ სკოლაში ჩატარებული კვლევის შედეგები განიხილეს. “ასოციაცია დეა”–მ ორგანიზაცია “GNNT ჯგუფთან” ერთად ინკლუზიური განათლების მონიტორინგი განახორციელა.

კვლევა მესამე და მეხუთე საჯარო სკოლებში, გენდერისა და უმცირესობათა ჯგუფის ინკლუზიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარდა. კვლევის ფარგლებში შერჩეული იყო მოსწავლეების, პედაგოგების, დირექტორებისა და მშობლების ჯგუფები. მკვლევარების თქმით, გამოიკვეთა, რომ საზოგადოება მზადაა მსგავს კვლევებში მონაწილეობა აქტიურად მიიღოს. თუმცა პასუხების მიხედვით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ჯგუფები საკითხებზე წინასწარ იყვნენ შეთანხმებული, რაც მკვლევარების აზრით პრობლემას წარმოადგენს.

ასოციაციას “დეა”–ს მიერ ინიცირებული პროექტი “ინკლუზიური განათლების მონიტორინგი” ევროპის ფონდის მიერ ფინანსდება. იგი განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული დოკუმენტის “ინკლუზიური განათლების მონიტორინგის ინსტრუმენტები”–ს გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

| Print |