ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისჯვართან ძლიერმა ქარმა ხეები ფესვებიანად მოგლიჯა.
შემთხვევა ტყის მასივში მოხდა. წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე–მცენარეების ნაწილი მოგლეჯილია, ნაწილი კი გადატეხილი. მათ შორის არის ასწლოვანი ხეებიც.
შემთხვევას ადგილობრივის ძროხა ემსხვერპლა. პირუტყვს მოგლეჯილი ხე დაეცა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სატყეო სააგენტოს სპეციალისტები. ისინი 5 ჰექტარ ფართობზე ზარალს ითვლიან. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ციხისჯვარში მსგავსი სიძლიერის ქარი არასდროს ყოფილა.