საზოგადოება
ჯავშანტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა ახალციხეში
26 მაისის აღნიშვნა ახალციხეში ჯავშანტექნიკისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების აღჭურვილობის გამოფენით დაიწყო. ახალციხის სადგურის ტერიტორიაზე მსურველებს ორი ქვედანაყოფის მიერ წარდგენილი ტექნიკის დათვალიერება და ფოტოების გადაღება დილის 07:00 საათიდან შეეძლოთ.

პირველი ქვეითი ბრიგადის მეცამეტე მოტორიზებულმა ბატალიონმა შეიარაღება, აღჭურვილობა და კავშირგაბმულობის საშულებები წარადგინა. ლეიტენენტ შალვა ხურციძის სახელობის ჯავშასატანკო–სასწავლო ცენტრმა კი ჯავშანტექნიკა გამოფინა.

ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენაზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქალაქის პირველი პირები.

26 მაისი საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც სათავეს 1918 წლიდან იღებს, ამ დღეს ეროვნულმა საბჭომ საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა, თუმცა ორი წლის შემდეგ, ქვეყანამ დამოუკიდებლობა კვლავ დაკრგა, 1991 წელს კი, რეფერენდუმის გზით, ისევ დაიბრუნა.


| Print |