საზოგადოება
ახალციხეში ხანძრის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში, ავეტისიანების სახლში გაჩენილ ხანძარს, მამა–შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. 85 წლის მამისა და 57 წლის შვილის ცხედრის ნაწილები, რომლებიც სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს, თბილისის სამხარაულის სახელობის ექსპეტიზის ბიუროშია გადატანილი.

შემთხვევა 28 მაისს, გვიან ღამით მოხდა. სარქის ალბერტიანმა აფეთქების ხმა 01:00 საათზე გაიგო. გარეთ გამოსულს კი ავეტისიანების სახლი ცეცხლში გახვეული დახვდა.

ცეცხლს 5 სახანძრო მანქანა დილის შვიდ საათამდე აქრობდა. მაშველებმა ოჯახის წევრების გადარჩენა ვერ შეძლეს. სახლი სრულად დაიწვა.

მამა–შვილი ორსართულიან სახლში მარტო ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ ქალს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

წყალთბილაში ვარაუდობენ, რომ ავეტისიანების ოჯახში გაზის ბალონი აფეთქდა. გამოძიება სსკ–ის 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
| Print |