საზოგადოება
"მარტო არჩევნებზე არ უნდა დავჭირდეთ" – საპროტესტო აქცია ახალციხეში
ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში, მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს. ადგილობრივები საკანალიზაციო სისტემის არარსებობაზე ჩივიან. დასახლებაში, სადაც 300-მდე ოჯახი ცხოვრობს, წლებია ეს პრობლემა მოუგვარებელია.

"ყოველი არჩევნების წინ მოდიან და პრობლემის მოგვარებას გვპირდებიან, ჩაივლის არჩევნები და არაფერი. უნდა მიხვდნენ, რომ ხალხი, მარტო არჩევნებზე არ უნდა დაჭირდეთ. საშინელი სუნი და ანტისანიტარიაა. ზამთარში კიდევ რა გვიჭირს, ზაფხულში ყარს აქაურობა. ფანჯრები ვერ გაგვიღია. მოვიდნენ და თვითონ ისუნთქონ ეს ჰაერი"
- აცხადებს ადგილობრივი გიორგი ვედიაკოვი.

როგორც დასახლების მაცხოვრებლები ამბობენ, ადგილობრივი ხელისუფლება მათ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან" ამისამართებს.

"ჩვენთან საარჩევნოდ წყალკანალი არ მოსულა, ჩვენ პრობლემის მოგვარებას მთავრობა დაგვპირდა. კეთილი ინებონ და გააკეთონ, ნუ გვატყუებენ" – ამბობენ ადგილობრივები. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება.

ტელეკომპანია "მეცხრე არხი" სიუჟეტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
| Print |