საზოგადოება
რა აწუხებთ უმცირესობებს სამცხე–ჯავახეთში? – შეხვედრა ახალციხეში
ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში, ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და პრობლემები, რომლებიც უმცირესობებს სამცხე–ჯავახეთში აწუხებთ – ამ საკითხებზე ახალციხეში იმსჯელეს.

სამოქალაქო სექტორის წევრები და ექსპერტები, რეგიონში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამუშაო ჯგუფი იკვლევს, როგორ სრულდება სახელმწიფო მინისტრის მიერ შემუშავებული სტრატეგია, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას ეხება.

ამ მიზნით, ექსპერტები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ვიზიტებს მართავენ.

| Print |