საზოგადოება
კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში – კონფერენცია ახალციხეში
სულხან–საბას ორბელიანის უნივერსიტეტისა და კათოლიკური ეკლესიის კომისიის ინიციატივით, კათოლიკურ მემკვიდრეობაზე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებას უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები, ადგილობრივი მრევლი და კათოლიკე მღვდელმსახურები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ იტალიის უნივერსიტეტების პროფესორები.

მომხსენებლების საკონფერენციო საკითხები ქრისტიანობის დაწყებიდან – დღემდე კათოლიკური ეკლესიის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას შეეხო. პროფესორ–მეცნიერებმა ძირითადად საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი თემები წარადგინეს. ასევე განიხილეს კათოლიკური ეკლესიის მდგომარეობა დღევანდელ საქართველოში.

სამდღიანი კონფერენცია სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტში დაიწყო. დასკვნითი ღონისძიება ახალციხის ციხეზე გაიმართა.

| Print |