ახალციხის სმარტი ხუთი წლის გახდა.
სავაჭრო ობიექტმა იუბილე ღონისძიებით აღნიშნა. სმარტელებმა პატარა მომხმარებლებისთვის შოუ დადგეს და ბავშვები ტკბილეულზე მიიწვიეს.
5 წლის იუბილე ახალციხის სმარტს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა მიულოცა. სოსო ფხაკაძემ 5 წლის განმავლობაში ერთგული თანამშრომლობისათვის პერსონალი სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. მადლობის სიგელი გადაეცა სმარტის ახალციხის ობიექტის მენეჯერსაც. რუსუდან ოქრომელიძემ ჯილდო კომპანიისთვის გაწეული თავდადებული შრომისა და ერთგულებისთვის მიიღო.