საზოგადოება
„გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ – უანგარო აქცია ახალციხეში
"გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე" – ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში აქცია ჩატარდა. უანგარო დონაცია მსურველებს 11:00 დან 17:00 საათამდე შეუძლიათ.

გაღებული სისხლი საქართველოს მასშტაბით კლინიკებში განაწილდება, რომელსაც გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური დაავადებებისათვის გამოიყენებენ. დონორებს კი სისხლის კვლევის შედეგები ეცნობებათ.

აქციის ორგანიზატორი თბილისის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტია, რომელიც პირველი სისხლის ბანკია საქართველოში.

ჰემატოლოგიის ინსტიტუტმა ახალციხეში აქცია მეორედ გამართა.

| Print |