საზოგადოება
ტექნიკის გამოფენა და უსაფრთხო ქალაქი ახალციხეში
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი მოაწყო. ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა დანაყოფის კუთვნილი ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა იყო წარმოდგენილი. ვირტუალურ ტირში მისულ მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, ინსტრუქტორის დახმარებით, პოლიციელის როლი მოერგოთ.

მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა კი, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარეს.

იმიტირებული ქალაქის საზღვრებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები იცავდნენ, ხოლო სტუმრების უსაფრთხოებასა და წესრიგზე პატრულ-ინსპექტორები ზრუნავდნენ. გამოფენა შინაგან საქმეთა მინისტრმა დაათვალიერა.

| Print |