საზოგადოება
"საპატიო ახალციხელის" წოდება სამმა მოქალაქემ მიიღო
ქალაქ ახალციხეს კიდევ სამი საპატიო მოქალაქე ჰყავს. გამარჯვებულები ახალციხელობის დღესასწაულზე გამოავლინეს და დააჯილდოვეს.

მძლეოსნობის სპორტული კლუბის დირექტორი ზიგმუნდ ზილბერშტეინი, სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი და ნიუქასთლების კავშირის პრეზიდენტი დევიდ ფოლკნერი დღეიდან საპატიო ახალციხელის სტატუსს ატარებენ.

შვიდი კანდიდატიდან სამივე გამარჯვებული სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ცნობილი ადამიანები და წინა წლის "საპატიო ახალციხელები" შედიოდნენ.

"საპატიო ახალციხელის" გამოვლენის ტრადიცია, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა 2013 წელს აღადგინა.

| Print |