საზოგადოება
საბარგო სადგურზე კანალიზაციის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა
ქალაქ ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში, საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. წინადადებების მიღება შეწყვეტილია, სატენდერო კომისიამ მონაწილე კომპანიებიდან ერთ–ერთი უნდა შეარჩიოს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ, საბარგო სადგურის ზედა ნაწილში, სამეურნეო ფეკალური წყალარინების ქსელის სამშენებლო სამუშაოები, ხუთი თვის ვადაში უნდა განახორციელოს.

სამუშაოებისთვის 1 076 000 ლარია გათვალისწინებული. მოწყობილი ქსელით 1 200 ადგილობრივი ისარგებლებს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 27 ივნისს გამოაცხადა.

საბარგო სადგურის მოსახლეობა, საკანალიზაციო სისტემისა და გზის მოწესრიგებას, წლებია ითხოვს.

| Print |