საზოგადოება
განისაზღვროს რეკრეაციული ზონები ახალციხეში! – ახალგაზრდების ინიციატივა
"დემოკრატ–მესხთა კავშირის" წევრებმა ახალციხის მერს ინიციატივით მიმართეს. ახალგაზრდები ქალაქის პირველ პირს რეკრეაციული ზონების განსაზღვრას სთხოვენ.

ახალციხის მერიის კუთვნილებაში ამ დროისათვის ერთი ცენტრალური პარკი და ექვსი სკვერი შედის. აქედან რეკრეაციულ ზონად დარეგისტრირებული არცერთი მათგანია. თუმცა ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით ყველა პარკი და სკვერი თავისთავად შედის რეკრეაციულ ზონაში.

საჯარო რეესტრის ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად კი არც ცენტრალურ სკვერს და არც დანარჩენ ექვს პარკს შესაბამისი სახელწოდება არ აქვს. ყველა მათგანი არასასოფლო–სამეურნეო ნაკვეთის ტიპადაა რეგისტრირებული.

"დემოკრატ–მესხთა კავშირის" ინიციატივა კი სწორედ ამ ტერიტორიებისთვის სტატუსის განსაზღვრას ემსახურება. ქალაქის მერის თქმით, დადგენილებას იურიდიულ სამსახურთან ერთად შეისწავლის, საჭიროების შემთხვევაში კი განსახილველად საკრებულოს წარუდგენს.

ახალგაზრდებმა ქალაქის მერთან შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამართეს, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია სამცხე–ჯავახეთში "დემოკრატ მესხთა კავშირის" მხარდაჭერით ახორციელებს.


| Print |